"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებს 25 წლის ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შესახებ განმარტებები მისცა. ბოლო დროს ჰოლანდიელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირდება.
"დე იონგი არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" არამედ სხვა კლუბებსაც სურთ, რომლებიც აქტიურ ინტერესს იჩენენ.
ჩვენ არ ვაპირებთ მის გაყიდვას. მას სურს დარჩენა", - იუწყება ლაპორტის სიტყვებს ჟურნალისტი ვიქტორ ნავარო.
ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" 2019 წლის ზაფხულიდან შეუერთდა. "კატალონიურ" გუნდში 137 მატჩში ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.