"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისური გრანდიდან წასვლა გადაწყვიტა კლუბის სუსტი მუშაობის გამო სატრანსფერო ბაზარზე.
პორტუგალიელი ვარსკვლავი განაწყენებულია იმის გამო, რომ "წითელი ეშაკების" მენეჯმენტი არ ცდილობს გუნდში რამოდენიმე გახმაურებული ახალი სახე მოიყვანოს, ის რაც გუნდს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
ამასთან, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ აქვს კრიშტიანუს დარწმუნების შანსი.
სოციალური მედიის UTD Report-ის თანახმად, რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" იმ შემთხვევაში დარჩება თუ კლუბი რამოდენიმე 4 ან 5 ტრანსფერს განახორციელებს.
ვარსკვლავური პორტუგალიელის დამატებით აქტიურად ინტერესდებიან მიუნხენის "ბაიერნი", "ჩელსი" და იტალიური "ნაპოლი".