ერიკ ტენ ჰააგის პირველი სატრანსფერო შენაძენი ტაირელ მალასია ინგლისში დღეს გაემგზავრება. ფეხბურთელი "მანჩესტერულ" გრანდს სულ მალე შეუერთდება.
ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, უახლოეს ორ დღეში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტსაც გააფორმებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ , რომ სატრანსფერო თანხამ 15 მილიონი ევრომდე შეადგინა.
მალასიამ ჰოლანდიურ კლუბში გასულ სეზონში 50 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პორტალი Transfermarkt ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელს 17 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.