საქმეზე მორიგი მოსმენის შემდეგ, სასამართლომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს მეისონ გრინვუდს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლების ვადები გაუხანგრძლივა, ამ ღონისძიების გამართვის შემდეგი ვადის დაკონკრეტების გარეშე.
ქალაქ "მანჩესტერის" პოლიციამ განაცხადა, რომ გრინვუდის საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ იქნება, სანამ მოთამაშეს ბრალს არ წაუყენებენ ან გაათავისუფლებენ.
20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში საკუთარ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოების სერია, რომელიც გამოაქვეყნა გრინვუდის ყოფილმა შეყვარებულმა, გოგონა ამბობდა, რომ მასზე მეისონმა იძალადა.
გრინვუდს ბრალად ედება გაუპატიურება, თავდასხმა, სექსუალური ძალადობა. თებერვლის დასაწყისში ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.