თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2022, 16:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1412,
კომენტარები: 5
გადაწყვეტილება საბოლოოა
პორტუგალიელის მომავალი ბუნდოვანი აღარ არის.
გადაწყვეტილება საბოლოოა
ბოლო კვირეების განმავლობაში პრესაში აქტიურად ჩნდება ჭორები კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ მოიპოვა თავისი ადგილი.

გარდა ამისა, რონალდუ, ასევე, ამჟამად უკმაყოფილოა "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო პოლიტიკით. ინგლისურ გრანდს ამ მომენტამდე ერთი ტრანსფერიც არ აქვს განხორციელებული.

როგორც ESPN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ გეგმავს პორტუგალიელის გაყიდვას ამ ზაფხულს. კლუბის შესაბამისი გადაწყვეტილება ფეხბურთელს უკვე ეცნობა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სპორტულმა ტალოიდებმა ყველაზე მეტად მიუნხენის "ბაიერნს" დაუკავშირეს. ვინაიდან გერმანულ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

კრიშტიანუს მოქმედი კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდთან" კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მოიცავს კიდევ ერთი სეზონით ავტომატურად გახანგრძლივების ოფციას.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 ივნისი 2022 16:50
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კიდევ დიდხანს "იუნაიტედში" რონი !!!
2
№2
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2022 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მჯერა რო არ წავა ❤️
2
№3
ავტორი: Mishiko82
26 ივნისი 2022 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
ეს თუ წავა გოლებს გლეიზერები გაიტანენ? ნინიესი რომ ეყიდათ კიდევ ლოგიკასთან ახლოს იქნებოდა რონალდუს წასვლა, ამ მოცემულობით დამღუპველი იქნება მისი წასვლა გუნდს საშინლად უჭირს გოლების გატანა, მანიუში გადმოსვლაც არცეთ კარგ ფეხბურთელს არ უნდა დე იონგიც ყველა ძალით ცდილობს ბარსელონაში დარჩეს, ამ გლეიზერებმა გუნდის ავტორიტეტი და სახელი შელახეს და სანამ ესენი აქ არიან არაფერი ეშველება მანიუს.
0
№4
ავტორი: bendzela
27 ივნისი 2022 08:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
არამგონია რო წავიდეს , მორიგი ჭორი არის
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 ივლისი 2022 17:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე დაიძრა ჭორებჯ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top