სერ ალექს ფერგიუსონმა განიხილა "მანჩესტერ იუნაიტედის" "ჩემპიონთა ლიგიდან" გამოვარდნა MUTV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და ახსნა, თუ რატომ გაუშვა მისმა გუნდმა ორი გოლი დროის მცირე შუალედში.
ნანის გაძევებამ რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა იქონია თამაშზე, მაგრამ ინტრიგა ისევ შენარჩუნებული იყო, თუმცა ლუკა მოდრიჩის შემოსვლის შემდეგ 10 კაციანმა "იუნაიტედმა" ვერ შეძლო თავის დაცვა და გაუშვა ორი სწრაფი გოლი.
მწვრთნელს ჰქონდა საოცარი ტაქტიკა, თუმცა ამის განხორციელება ვერ შეძლო, რაშიც დიდი წვლილი თურქ არბიტრს მიუძღვის, თუმცა ფერგიუსონი ვერ ადანაშაულებს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლომდე იბრძონდნენ, მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა.
სერ ალექსმა განაცხადა: "მოდით ვიყოთ სამართლიანები, ძნელია ამის დავიწყება. ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ფეხბურთელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდნენ, გულშემატკივრობა ფანტასტიური იყო. ჩვენ არ ვიმსახურებდით ამ მარცხს და ეს ფაქტია."
"ეს დაუჯერებელი იყო [წითელი ბარათი], გამაოგნებელი. ჩვენ ვიცით, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვუყურეთ მატჩს რამდენიმეჯერ და ფეხბურთელები შოკირებულები იყვნენ."
"ჩენ ვერ მოვახერხეთ ძალების მოკრება მეორე გოლამდე, შემდეგ მათ თავი ხელში აიყვანეს და შესანიშნავად გამოიყურებოდნენ მატჩის ბოლო 15 წუთში. ისინი იყვნენ ფანტასტიურები და ჩვენ შეგვეძლო ხუთი გოლის გატანა. ეს იყო შესანიშნავი თამაში 10 ფეხბურთელის შესრულებით, მაგრამ ნანის გაძევებედიან მოყოლებული ისინი შოკირებულები იყვნენ."
"ვიცოდით, რომ ჩვენს წინააღმდეგ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და 10 წუთი ვერ მოვახერხეთ ამის გაანალიზება. მადრიდელებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. რაც ძვირად დაგვიჯდა. ეს რომ ყოფილიყო სამართლიანი გაძევება, არც ისე ცუდი იქნებოდა, რადგან ეს იყო ტაქტიკურად შესანიშნავი თამაში. ესპანელებს არ შეუქმნიათ მომენტები და ვფიქრობ ჩვენ შეგვეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა."
სერ ალექსმა შეარჩია შესანიშნავი შემადგენლობა. ორი აზრი არაა, რომ მისმა ტაქტიკამ ორივე თამაშში შედეგი გამოიღო.
"ჩვენ ვიცოდით რეალის ძლიერ მხარეები, მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან. მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ დიდი პრობლემები შევუქმენით."
"რაიან გიგზის მარჯვენა ფლანგზე თამაშმა დიდი პრობელმა შეუქმნა მათ მარცხენა დაცვას. ასევე მას შეეძლო ცენტრისკენ გადაწეულიყო, რადგან რაფაელი ავსებდა ამ ადგილს. და ნანის თამაში მარცხენა ფლანზე ალვარო არბელოას წინაღმდეგ იყო შესანიშნავი."