კრიშტიანუ რონალდუს კარიერის გაგრძელების მოულოდნელი ვარიანტი გამოუჩნდა - ის შეიძლება მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი შემტევი ძალა გახდეს.
როგორც აქამდე დაიწერა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უკმაყოფილოა ინგლისური გრანდის მუშაობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.
ესპანური გამოცემა AS განმარტავს, რომ შეთავაზება უკვე გაკეთდა გერმანული მხარისგან.
ტრანსფერის შემთხვევაში კრიშტიანუს ექნება შესაძლებლობა ევროპული ქვეყნების ტოპ ჩემპიონატებიდან კიდევ ერთ გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა, ამჯერად გერმანულში.
თავის მხრივ მიუნხენური გრანდი საკუთარ შემტევს რობერტ ლევანდოვსკის ემშვიდობება, ფორვარდი დიდი ალბათობით ესპანური "ბარსელონას" მაისურს მოირგებს, ხოლო "რეკორდმაისტერის" მთავარი სამიზნე ამის შემდეგ სწორედ კრიშტიანუ იქნება.
შეგახსენებთ, რომ "გოლდამშენს" აქამდე ინგლისური, პორტუგალიური, ესპანური და იტალიური ჩემპიონატები აქვს დაპყრობილი.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.