ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა მატიას დე ლიხტმა კლუბის ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერზე დაყენება სთხოვა.
Football Italia-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელს "ბებერი ქალბატონის" დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სურს.
შეგახსენებთ, რომ უკანახაზელი ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგის ორი ტოპ კლუბისთვისაა ყველაზე მიმზიდველი ვარიანტი.
საუბარია ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე", სადაც მოთამაშეს შეუძლია ერიკ ტენ ჰაგთან თანამშრომლობა, რომელთანაც მანამდე ამსტერდამის "აიაქსში" მუშაობდა.
თავად დე ლიხტი "იუვენტუსი"-დან წასვლაზე ფიქრობს გასული ზაფხულიდან. ჰოლანდიელი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ვითარდება მისი კარიერა ტურინში გადასვლის შემდეგ.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.