კრიშტიანუ რონალდუ, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. თუმცა რომელი კლუბი შეძლებს მისი სახელფასო ჭერის წვდომას ამ ეტაპზე უცნობია.
"იუნაიტედის" თავდამსხმელმა უკვე ისაუბრა ინგლისური გრანდის მენეჯერთან ერიკ ტენ ჰაგთან, საუბარმა კარგად ჩაიარა.
ამ დროისთვის რონალდუს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო CaughtOffside-ის რუბრიკაში, თუმცა რა იქნება სამომავლოდ უცნობია.
მანამდე კრიშტიანოს მიმართ ინტერესის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, საუბარია ჟოზე მოურინიოს "რომა"-ზე როგორც ფაბრიციო რომანო წერს, თუმცა პორტუგალიელის ხელფასი ნებისმიერი იტალიური კლუბისთვის ძალიან მაღალია.
37 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ჩატარებულ ყველა ტურნირზე 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.