"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი აარონ ვან-ბისაკა კლუბში დარჩენას და სასტარტო შემადგენლობაში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.
Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელს არ სურს "ოლდ ტრაფორდს" გამოემშვიდობოს. ფეხბურთელი აქტიურ სამზადისს ამ ეტაპზეც გადის.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განაპირა მცველი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელს სურს, რომ სპეციალისტს აზრები შეაცვლევინოს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ბაზაზე დროებითი მწვრთნელის რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში "წითელ ეშმაკებს" მეთაურობდა.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.