ნიდერლანდების ნაკრების მცველის იურიენ ტიმბერის „აიაქსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი ჩავარდა.ამის მიზეზია ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ვან გალი პირადად ესაუბრა 21 წლის ფეხბურთელს და მას განუცხადა, რომ სათანადო სათამაშო პრაქტიკის გარეშე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანს.
აქედან გამომდინარე ტიმბერი „აიაქსში“ აპირებს დარჩენას, ამსტერდამელები კი ამ მოვლენათა განვითარების გამო ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
ერედევიზიონის გასულ გათამაშებაში მცველმა 30 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ახალი ამბები, ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.