ამსტერდამის "აიაქსის" ბრაზილიელ თავდამსხმელს ენტონის აქვს კარგი შანსი კარიერა ინგლისურ გრანდში გააგრძელოს.
Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები 22 წლის ფეხბურთელის მომსახურებით ძალიან არიან დაინტერესებულნი.
"წითელი ეშმაკები" მზად არიან ამსტერდამული კლუბის შემტევი ფეხბურთელისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო გამოყონ საკუთარი ბიუჯეტიდან.
გუნდებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები აღნიშნულის თაობაზე, დიდია იმის ალბათობა რომ შემტევი მომავალი სეზონიდან გულშემატკივარმა "ნისლიან ალბიონზე" იხილოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ენტონიმ ჰოლანდიის ლიგაში "აიაქსის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.