თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2022, 09:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1937,
კომენტარები: 11
ენტონისთვის კლუბმა თანხა გაამზადა
რა თანხას ჩამოდის "იუნაიტედი".
ენტონისთვის კლუბმა თანხა გაამზადა
ამსტერდამის "აიაქსის" ბრაზილიელ თავდამსხმელს ენტონის აქვს კარგი შანსი კარიერა ინგლისურ გრანდში გააგრძელოს.

Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები 22 წლის ფეხბურთელის მომსახურებით ძალიან არიან დაინტერესებულნი.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან ამსტერდამული კლუბის შემტევი ფეხბურთელისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო გამოყონ საკუთარი ბიუჯეტიდან.

გუნდებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები აღნიშნულის თაობაზე, დიდია იმის ალბათობა რომ შემტევი მომავალი სეზონიდან გულშემატკივარმა "ნისლიან ალბიონზე" იხილოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ენტონიმ ჰოლანდიის ლიგაში "აიაქსის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 ივნისი 2022 09:38
  • სიახლეები: 2851
  • კომენტარები: 3904
სავარაუდოდ პირველი გაოფიციალურება დე იონგი გვექნება, შემდეგი ენტონი უნდა იყოს დიდი ალბათობით.
0
№2
ავტორი: ikeoni
20 ივნისი 2022 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: Svanchester
სავარაუდოდ პირველი გაოფიციალურება დე იონგი გვექნება, შემდეგი ენტონი უნდა იყოს დიდი ალბათობით.

შენ პირს შაქარი;))
0
№3
ავტორი: Old Red Devil
20 ივნისი 2022 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
აი ამ ტიპის მოსვლას მივესალმები.სრულად ღირს ეგ თანხა.დე იონგის მაცვლად ფილიპსი ან რაფინია მაინც იყიდონ.ბარსა რაფინიას უმიზნებს უფრო იაფად და ჩვენ დე იონგს გვატენის.
0
№4
ავტორი: kashmara
20 ივნისი 2022 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
და რაფინია და დეიონგი რა შუაშია ერთმენეთან ?? ერთი გარემარბია მეორე ჩამშლელი
0
№5
ავტორი: Lalana
20 ივნისი 2022 14:42
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: Old Red Devil
აი ამ ტიპის მოსვლას მივესალმები.სრულად ღირს ეგ თანხა.დე იონგის მაცვლად ფილიპსი ან რაფინია მაინც იყიდონ.ბარსა რაფინიას უმიზნებს უფრო იაფად და ჩვენ დე იონგს გვატენის.

ფილიპსი ჩამშლელი ნახევარმცველია,ფრენკი კი ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს,ჩამშლელადაც თავისუფლად შეუძლია თამაში,მაგრამ მეტად ფანტაზისტაა ვიდრე ჩამშლელის პოზიციას სჭირდება.ასევე ფილიპსი უკვე ცალი ფეხით სიტიშია და რაც არ უნდა ვქნათ ვერ გამოვტაცებთ მაგ ტრანსფერს,ამასთანავე ინგლისელი ძაან ტრავმიანია,ამ სეზონში ძალიან ბევრი გაუცდა და ამავდროულად არანაკლები თანხა ღირს და ჩემი აზრით ვერც ერთ ასპექტს დავასახელებთ რომელშიც შეიძლება ფილიპსი უკეთესი იყოს დე იონგზე.ისე კი ძაან გადააკვდნენ ჰოლანდიელს და არ დავრჩეთ საერთოდ ნორმალური ტარნსფერის გარეშე.ანტონის თუ მოიყვანენ მშვენიერი იქნება,მაგრამ ერთი ჩამშლელი ნახევარმცველი უეჭველად გვჭირდება და ასევე ერთი ცენტრალური ნახევარმცველიც.იქნებ ამხანაგურებზე გამოიჩინონ ახალგაზრდებმაც თავი.
0
№6
ავტორი: defender2
20 ივნისი 2022 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
ბიჭებო სანჩოს გახსნის გჯერათ? თუ დეპაის გზას ადგას, როგორ ფიქრობთ?
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2022 16:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ვინც აიაქსში თამაშობს ყველას გვიკავშირებენ :)
0
№8
ავტორი: snatch77
20 ივნისი 2022 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ძალიან ძლიერი ფეხბურთელია , მივესალმები , ეს მარჯვნიდან , სანჩო მარცხნიდან , წინ CR7 , ცენტრალური მცველია საჭირო ვარანს რომ შეუწყვილდეს და ნორმალური მარჯვენა მცველი , მაგალითად: ლემპტი , ნახ.დაცვა დე იონგი თუ გადმოვა და ვან დე ბეეკი თუ ათამაშდება ტენ ჰააგთან , + ბრუნოც , მოკლედ კაი შემადგენლობაა , მომავალს იმედიანად ვხვდები , ისეთი კაცი მოიყვანეს , ვისაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
0
№9
ავტორი: ManchesterU
21 ივნისი 2022 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
არ ვიცი რა ვთქვა რა ეს ბიჭი ძალიან მომწონს მაგრამ რავი რა პრემიერლიგაში არ მეიმედება ამის თამაში, იმედია ძალიან ვცდები და მაგარ ფეხბურთს ითამაშებს, სანმაც დაწერა რო თითქმის გაფორმებულიაო და შეიძლება დეიონგის ტრანსფერსაც ამან დაასწროს რავიცი ვნახოთ აბა რა იქნება.

ციტატა: Lalana
ფილიპსი ჩამშლელი ნახევარმცველია,ფრენკი კი ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს,ჩამშლელადაც თავისუფლად შეუძლია თამაში,მაგრამ მეტად ფანტაზისტაა ვიდრე ჩამშლელის პოზიციას სჭირდება.ასევე ფილიპსი უკვე ცალი ფეხით სიტიშია და რაც არ უნდა ვქნათ ვერ გამოვტაცებთ მაგ ტრანსფერს,ამასთანავე ინგლისელი ძაან ტრავმიანია,ამ სეზონში ძალიან ბევრი გაუცდა და ამავდროულად არანაკლები თანხა ღირს და ჩემი აზრით ვერც ერთ ასპექტს დავასახელებთ რომელშიც შეიძლება ფილიპსი უკეთესი იყოს დე იონგზე.ისე კი ძაან გადააკვდნენ ჰოლანდიელს და არ დავრჩეთ საერთოდ ნორმალური ტარნსფერის გარეშე.ანტონის თუ მოიყვანენ მშვენიერი იქნება,მაგრამ ერთი ჩამშლელი ნახევარმცველი უეჭველად გვჭირდება და ასევე ერთი ცენტრალური ნახევარმცველიც.იქნებ ამხანაგურებზე გამოიჩინონ ახალგაზრდებმაც თავი.

დე იონგი მეგობარო არის საყრდენი ნახევრმცველი, აიაქსში თამაშობდა ეგრე, მერე ნახევარდაცვაში გადაიყვანა ბარსელონას სხვა გზა არ ქონდა და მაგიტომ./
0
№10
ავტორი: Lalana
21 ივნისი 2022 17:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: ManchesterU

ნაწილობრივ გეთანხმები.აიაქსში 4-2-3-1ის სისტემაში უფრო დაცვითი ტიპის ნახევარმცველად თამაშობდა,მაგრამ უმეტესწილად გამოკვეთილი ჩამშლელი მაგ ფორმაციაში არ ყოფილა,მის უკან ყოველთვის შონე იყო,აი 4-3-3ის რომ იყენებდა ტენ ჰააგი მაგ ფორმაციაში კი უთამაშია გამოკვეთილ ჩამშლელად,წინა ფორმაციაში კი უფრო შეტევის წამომწყები ტიპი უფრო იყო,მაგრამ ასე თუ ისე დაცვაც ევალებოდა მაგ ფორმაციაში.ბარსელონაში კი უფრო ამოწიეს და აღარ ასრულებს ჩამშლელ ფუნქციებს,რადგან მაგ ფორმაციით ბარსა არ თამაშობს,კატალონიელები 4-3-3ის ფორმატს იყენებენ და მაგ პოზიციაზე კი ბუსკეთსი ყავთ გამოკვეთილ ჩამშლელად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top