ჟოზე მოურინიოს "რომას" თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი შემტევით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. ამის შესახებ ტაბლოიდი Daily Star-ის გვერდები იუწყებიან.
"წითელ ეშმაკებს" დარვინ ნუნიეშის ტრანსფერი ჩაუვარდათ რადან ურუგვაელმა ფორვარდმა "ლივერპულის" ღირსების დაცვა არჩია რადგან კლოპის გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს ხოლო "იუნაიტედი" არა.
რაც შეეხება ტამის, 24 წლის ინგლისელი რომაულ გუნდში გასული წლის აგვისტოდან თამაშობს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ვულვზთან" 2026 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი. მოგეხსენებათ ხელშეკრულება "მგლებს" ეკუთვნით.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, აბრაჰამის კონტრაქტი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დიდი ალბათობით ინგლისური გრანდი ამ ტრანსფერზე სერიოზულად იმუშავებს.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.