"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ერიკ ბაიიმ შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, იტყობინება Get French Football News. წყაროს ცნობით, კოტ' დივუარელის მიმართ ინტერესს "ლიონი" და "მარსელი" იჩენენ.
იმისდა მიუხედავად, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, "მანკუნიანელთაელთა" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰააგი არ ითვალისწინებს ბაიის მის სამომავლო გეგმებში და აპირებს მოთამაშე გაასხვისოს.
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას მცველის გაყიდვიდან დაახლოებით 10 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
გასულ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია. ბაიი "ოლდ ტრაფორდზე 2016 წლიდან ასპარეზობს.
პორტალი Transfermarkt მცველს 6 მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.