დინ ჰენდერსონს, რომელიც დავიდ დე ხეას პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ნამდვილად ვერ სჯობნის, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
ამჯერად მის დამატებას, პრემიერ ლიგაში აღზევებული "ნოტინგემ ფორესტი" ეცდება. მეტყევეები თავდაპირველად 20 მილიონ ევროს გადაიხდიან ხოლო მათი სურვილია ხელშეკრულებაში ჩადებულ იქნეს გამოსყიდვის პუნქტიც.
მანამდე აღნიშნული კლუბის მთავარმა მეკარემ, ბრის სამბამ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა. მეკარესა და "ფორესტერებს" შორის არსებული ხელშეკრულება 2023 წლამდეა გათვლილი.
ადრე ჰენდერსონი აქტიურად იყო დაკავშირებული "ნიუკასლში" გადასვლასთან, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უარი თქვა შესაძლო ტრანსფერზე და კარის დარაჯი გუნდში დატოვა.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.