“მანჩესტერ იუნაიტედმა” კრისტიან ერიქსენს კონტრაკტი შესთავაზა,იტყობინება The Athletic.
30 წლის ერიქსენს შეუძლია უფასოდ გადაბარგდეს “იუნაიტედში”,რადგან მას “ბრენტფორდთან” კონტრაკტი 30 ივნის ეწურება.
დანიელმა ფეხბურთელმა იანვარში გააფორმა მოკლევადიანი კონტრაკტი თომას ფრანკის გუნდთან და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა,რის შედეგადაც “ბრენტფორდმა” მეცამეტე ადგილზე დაასრულა სეზონი.
“ბრენტფორდმა” ერიქსენის მონაწილეობით თერთმეტი შესაძლო თამაშიდან შვიდის მოგება მოახერხა.
დასავლურ ლონდონურ გუნდს ძალიან სურდა კრისტიანთან კონტრაკტის გახანგრძლივება,მაგრამ გასულ თვეს ერიქსენმა განაცხადა რომ მრავალ ვარიანტს განიხილავს საკუთარი კარიერის გასაგრძელებლად.
დანიელმა Viaplay-თან საუბრისას თქვა: „მე მაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები და ვარიანტები, რომლებსაც განვიხილავ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას”.
“სიამოვნებით ვითამაშებდი ჩემპიონთა ლიგაზე,ვიცი თუ რამდენად სახალისოა მანდ თამაში,მაგრამ ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი”.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.