"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დიდ ყურადღებას აქცევს მცირე დეტალებსაც კი და თვლის, რომ სწორედ ეს მიდგომა მის გუნდს საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს ყველაზე მტკივნეული ასპექტები.
ერთ-ერთ ამ დეტალთაგან არის გუნდის სამზარეულო და კვება, სპეციალისტმა ამ საკითხის მისეულად მოგვარება გადაწყვიტა და კორექტირების შეტანას გეგმავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
The Sun-ის ცნობით, ნიდერლანდელმა ძველი შეფ-მზარეული დაითხოვა და მის ნაცვლად ახალი დანიშნა.
მოგვიანებით მან განმარტებაც გააკეთა რომ სურს, თავად შეამოწმოს ფეხბურთელების კვება და განსაზღვროს საჭირო დიეტაც.
მან ასევე გაუგზავნა სპეციალური წერილი ყველა მოთამაშეს, სადაც აუწყა მათ, რომ ყველა მოთამაშე შეფასდება მხოლოდ პროფესიონალური თვალსაზრისით.
სიახლეები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.