გარდა სხვა პოზიციებისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ ერთი მთავარი საზრუნავი ცენტრალური დაცვის ხაზის გაძლიერება გახლავთ.
ჰარი მაგუაიერისა და რაფაელ ვარანის მიერ არასტაბილური ასპარეზობის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგს გუნდში ახალი კადრის ხილვა სურს.
"წითელი ეშმაკების" სატრანსფერო სიაში მილანის "ინტერის" მცველი სტეფან დე ვრეი ფიქსირდება. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი გამოხატავს.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა სახის შეთავაზება მზადდება მოთამაშის შესაძენად თუმცა სავარაუდოდ ინგლისელები მილანურ კლუბთან აღნიშნულზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.