"მანჩესტერ იუნაიტედი" სულ უფრო უახლოვდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პირველ ტრანსფერს. ფრენკი დე იონგი სულ მალე წითელ მაისურს მოირგებს.
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰააგი თანამემამულე ფეხბურთელს ამსტერდამის "აიაქსში" ერთობლივი მუშაობიდან იცნობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე შესთავაზა "ბარსელონას" დე იონგის შესაძენად შესაბამისი სატრანსფერო თანხა, მაგრამ უარი მიიღო.
ამის მიუხედავად, "მანჩესტერული" კლუბი ჰოლანდიელის მოსვლას ელოდება და თითქმის დარწმუნებულია მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში, იტყობინება ჟურნალისტი ალექს კრუკი. თავად 25 წლის ნახევარმცველი გარიგების დამტკიცებას უახლოვდება.
ფრენკი დე იონგის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2026 წლამდეა ძალაში. "კატალონიელები" ფინანსური სირთულის გამო, სავარაუდოდ, იძულებულნი იქნებიან თავიანთი ვარსკვლავი გაყიდონ.