თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2022, 21:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1330,
კომენტარები: 9
45 მილიონი ევრო "აიაქსის" ფეხბურთელისთვის
ტენ ჰააგის კიდევ ერთი შეგირდი კლუბის სამიზნეა.
45 მილიონი ევრო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამსტერდამის "აიაქსს" ნახევარმცველ ენტონის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზა. Caught Offside იუწყება, რომ "წითელ ეშმაკებს" ჰოლანდიური კლუბისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

თუმცა, წყაროს ცნობით, "აიაქსი" აპირებს ბრაზილიელის შეძენის შესახებ "მანკუნიელების" სასტარტო შეთავაზებაზე უარი განაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ასევე დაინტერესებულია ამსტერდამული კლუბის მოთამაშის - მცველის იურიენ ტიმბერის შეძენით, რომელიც ძალიან მოსწონს "წითელი ეშმაკების" მწვრთნელს ერიკ ტენ ჰააგს.

ენტონის ტრანსფერით ასევე დაინტერესებული არიან ლონდონის " ჩელსი" და კატალონიის " ბარსელონა" თუმცა მოთამაშის შეძენის მთავარი ფავორიტი "იუნაიტედი" გახლავთ, რაც ტენ ჰააგის ფაქტორითაა განპირობებული.
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ივნისი 2022 21:08
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ენტონი, თავდამსმხმელი, ცენტრ მცველი, დე იონგი და ნევეში სავარაუდოდ ეს იქნება ჩვენი წლევანდელი ტრანსფერების ჩამონათვალი. ბისაკა მგონია რომ დარჩება.
1
№2
ავტორი: PaLoMo
12 ივნისი 2022 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svanchester
ენტონი, თავდამსმხმელი, ცენტრ მცველი, დე იონგი და ნევეში სავარაუდოდ ეს იქნება ჩვენი წლევანდელი ტრანსფერების ჩამონათვალი. ბისაკა მგონია რომ დარჩება.

ბისაკას ფოტო ნახე?ხოდზეა ტიპი ახლაც ვარჯიშობს.
ანტონიოს მოსვლა ნამდვილად კაი იქნება
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
12 ივნისი 2022 21:31
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svanchester
ენტონი, თავდამსმხმელი, ცენტრ მცველი, დე იონგი და ნევეში სავარაუდოდ ეს იქნება ჩვენი წლევანდელი ტრანსფერების ჩამონათვალი. ბისაკა მგონია რომ დარჩება.

ბისაკას ფოტო ნახე?ხოდზეა ტიპი ახლაც ვარჯიშობს.
ანტონიოს მოსვლა ნამდვილად კაი იქნება

ხოო შეუძლია ბისაკას ტენ ჰააგის ხელში განვიტარება, და მგონია რომ ბევრი ფეხბურთელი ვინც გუნდში ასპარეზობს ჰააგის ხელში სულ სხვა ლეველზე ავა.
1
№4
ავტორი: ikeoni
12 ივნისი 2022 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
კარგი მომავალი აქვს ამ ბიჭს და იმედია გადმოვა
1
№5
ავტორი: ManchesterU
13 ივნისი 2022 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
მაგარი ბიჭია მაგრამ რაღაცა ეს ბიჭი ვერ მეიმედება პრემიერლიგისთვის რაა, მგონია რო ვერ გაქაჩავს პრემიერ ლიგას ისე ძალიან მაგარი კლასნი და ტეხნარია ნამდვილად ძმაო.
0
№6
ავტორი: bendzela
13 ივნისი 2022 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მივესალმები ამ ბიჭის მოსვლას , შეტევაშიც დიდი კონკურენცია გვექნება და კარგი იქნება
0
№7
ავტორი: Lalana
13 ივნისი 2022 11:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად მშვენიერი ვარიანტია.აიაქსის თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.საკმაოდ ტექნიკურია,მოედნის ხედვაც აქვს და ვფიქრობ მაგ ფასში არ უნდა იყოს ცუდი.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივნისი 2022 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საჭირო ფეხბურთელია, გამიხარდება თუ გადმოიყვანენ
0
№9
ავტორი: LASHQARA
13 ივნისი 2022 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მშვენიერი ტრანსფერი იქნება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top