თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:43
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2932,
კომენტარები: 0
ენდი კოული
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ენდი კოული
ენდი კოული
დაიბადა 1971 წლის 15 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ ნოტინგემში.
ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ენდი კოული 187 გოლით მეორე ადგილზეა - მხოლოდ ლეგენდარულ ალან შირერს ჩამორჩება, რომელმაც 261 გოლის გატანა მოახერხა.
სხვათა შორის, 1997 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ენდი კოულს და 5 მილიონ გირვანქას სთავაზობდა "ბლექბერნ როვერსს" ალან შირერის სანაცვლოდ, თუმცა გარიგება არ შედგა: შირერმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა არ ისურვა და კოულიც მანჩესტერში დარჩა.
ამით არც კლუბმა წააგო და არც ფეხბურთელმა: 1998-99 წლების სეზონში ენდი კოულმა ტრინიდადელ დუაიტ იორკთან ერთად ბრწყინვალე ტანდემი შექმნა და კლუბის სამი ტრიუმფალური გამარჯვებაც დიდწილად განაპირობა - კოულმა და იორკმა იმ სეზონში 53 გოლი გაიტანეს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ იმ სეზონში გაიტანა ენდი კოულმა მეასე გოლი პრემიერლიგაში: 1999 წლის 17 თებერვალს, "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "არსენალის" კარი დალაშქრა. ის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა... 1995 წლის 10 იანვარს ენდი კოულმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მოირგო: "ნიუკასლ იუნაიტედმა" მის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა, პლუს კიტ ჯილესპი მიიღო. იმ დროისთვის ეს პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლდათ. 2000-01 წლების სეზონში ენდი კოული, რომელმაც იმ სეზონში მხოლოდ 13 გოლი გაიტანა, მათ შორის 4 ევროთასებზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი შეიქნა ევროპის საკლუბო ტურნირებში...
2007 წლის 13 მარტს "ოლდტრაფორდმა" ევროკავშირის ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ნაკრებს დაუპირისპირდა. ენდი კოული იმ შეხვედრაში რამდენიმე წუთით დაუბრუნდა "ოლდ ტრაფორდს"...
1994-95 წლების სეზონში, როცა მისი დებიუტი შედგა მანჩესტერულ კლუბში, ენდი კოულმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა: 4 თებერვალს, "იფსვიჩ თაუნთან" 9:0 მოგებულ მატჩში 5 გოლი გაიტანა!

ენდრიუ ალექსანდერ კოული
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1996, 1997, 1999, 2000, 2001
ინგლისის თასი - 1996, 1999
ინგლისის სუპერთასი - 1996, 1997
ჩემპიონთა თასი - 1999
საკონტინენტთაშორისო თასი - 1999
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top