ესპანელმა ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს და "ნისლიან ალბიონში" გადავიდეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გიგანტი იჩენს.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ვარსკვლავი ფეხბურთელის მოწვევით არის დაინტერესებული. ესპანელისთვის დავაში "მანკუნიელებს" ლონდონის "არსენალთან" მოუწევთ კონკურენცია.
ასენსიოს მომავალი მომავალ კვირას უნდა გადაწყდეს. მისი შრომითი ხელშეკრულება "რეალთან" 2023 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი, ტრანსფერის საფასური კი 40 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიომ ბოლოდროინდელი ფორმაციის "რეალში" ძირითად შემადგენლობაში ადგილი სრულად დაკარგა რაც შესაძლოა მისი გუნდიდან წასვლის მომასწავლებელიც აღმოჩნდეს.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.