პორტუგალიური ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი სკეპტიკურად უყურებს მის შესაძლო გადასვლას ერიკ ტენ ჰააგის "მანჩესტერ იუნაიტედში".
Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელს არ სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა და იქ ასპარეზობა იმის გამო, რომ გუნდმა მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
თავდამსხმელის მთავარი პრიორიტეტი მერსისაიდული "ლივერპული" გახლავთ, რომელიც თავისმხრივ აქტიურად განიხილავს ურუგვაელის შეძენას სადიო მანეს შემცვლელად, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წასვლა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნუნიესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰააგის მთავარი სამიზნეა თავდამსხმელის პოზიციაზე.