თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2022, 08:31
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1437,
კომენტარები: 14
სავარაუდოდ ნუნიესმა არჩევანი უკვე გააკეთა
ურუგვაელმა გადაწყვეტილება მიიღო.
სავარაუდოდ ნუნიესმა არჩევანი უკვე გააკეთა
პორტუგალიური ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი სკეპტიკურად უყურებს მის შესაძლო გადასვლას ერიკ ტენ ჰააგის "მანჩესტერ იუნაიტედში".

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელს არ სურს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა და იქ ასპარეზობა იმის გამო, რომ გუნდმა მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

თავდამსხმელის მთავარი პრიორიტეტი მერსისაიდული "ლივერპული" გახლავთ, რომელიც თავისმხრივ აქტიურად განიხილავს ურუგვაელის შეძენას სადიო მანეს შემცვლელად, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წასვლა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნუნიესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰააგის მთავარი სამიზნეა თავდამსხმელის პოზიციაზე.
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: bendzela
10 ივნისი 2022 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
დიდი პრობლემას შეგვიქმნის ტრანსფერებში რო ჩემპიონთა ლიგაზე არ ვართ
3
№2
10 ივნისი 2022 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ციტატა: bendzela
დიდი პრობლემას შეგვიქმნის ტრანსფერებში რო ჩემპიონთა ლიგაზე არ ვართ

აბა რაა...ეს აჩკებიანი და მაგისი მომყვანი უნდა გამოიყვანოს კაცმა და თავ-პირი უნდა ჩაუნგრიოს. რას ერჩოდნენ ქერიკს???
2
№3
ავტორი: ikeoni
10 ივნისი 2022 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ჩემი აზრით და ყველა საღად მოაზროვნეს აზრით როცა მანჩესტერში გადასვლის შანსი გაქვს და უარს ამბობ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ვამბობ 35 და 37 წლის მოთამაშეზე როგორ უნდა თქვა უარი ერთი სეზონის გამო რო ლიგაზე ვერ იქნები ეს არის დასაცინი ამბავი ..რონალდო არ წავიდა და ითამაშებს ევროპა ლიგაზე ტოჟე მნე ნუნიესი:))
2
№4
ავტორი: defender2
10 ივნისი 2022 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
არც ერთი ისეთი ფეხბურთელი არ უნდა იყიდონ, ვისაც მხოლოდ ფული და კარიერა უნდა, ენთუზიაზმი, მონდომება, გუნდის სიყვარული, ისევ ახალგაზრდები რა, და კიდევ, რეშფორდი კაი ცენტრ ფორვარდია და ვინგერობამ გააფუჭა, რეშფორდს უნდა დავეყრდნოთ თავდასხმაში.
1
№5
ავტორი: Malboro463
10 ივნისი 2022 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ციტატა: ikeoni
ჩემი აზრით და ყველა საღად მოაზროვნეს აზრით როცა მანჩესტერში გადასვლის შანსი გაქვს და უარს ამბობ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ვამბობ 35 და 37 წლის მოთამაშეზე როგორ უნდა თქვა უარი ერთი სეზონის გამო რო ლიგაზე ვერ იქნები ეს არის დასაცინი ამბავი ..რონალდო არ წავიდა და ითამაშებს ევროპა ლიგაზე ტოჟე მნე ნუნიესი:))

ლივერპულია საქმეში და ვერც გამტყუნებ
ვინც მივიდა ყველამ განვითარდა ჩვენთან კიდე მარტო ჯიბეს ისქელებენ
1
№6
ავტორი: Mishiko82
10 ივნისი 2022 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
სანამ მანჩესტერში გამოფხიზლდნენ ლივერპულმა ნუნიესთან მოაგვარა, მანიუს ნუნიესზე უფრო ადრე რომ დაეწყო ჩალიჩი დავითრევდით მაგრამ დე იონგზე იყვნენ გადართულები, როცა ლივერპულის ინტერესზე

გაიგეს უკვე გვიანი იყო, იქნებ ნკუკე მაინც იყიდონ.
0
№7
ავტორი: shotkin
10 ივნისი 2022 15:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: bendzela
დიდი პრობლემას შეგვიქმნის ტრანსფერებში რო ჩემპიონთა ლიგაზე არ ვართ


კი და ეგ პრობლემა შრშან არიყო მარა ვერ გამოიყენეს ეგ სატრანსფერო რო ელემენტარულად რამდენიმე ნუნესისნაირი ან უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდები დაემატებინათ, მაგაშიც ჩვრები არიან ნუ იყვნენ იმედია ახალი დირექტორები და ახალი სახეები ამ გუნდში რამე ღირებულს მაინც იზამენ თორე ესე გაგრზელება არ შეიძლება.!!
0
№8
ავტორი: Roberto
10 ივნისი 2022 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
ეს მაგარი იცით რა,როცა ფეხბურთელს არ უნდა იუნაიტედში მოსვლა ეგრევე ცუდია და ინანებს.კაი რა თუ ძმა ხარ,ყველას რატო უნდა უყვარდეს იუნაიტედი ჯერ ეს ერთი,მეორე ის რომ ნეიტრალური მხრიდან შეხედეთ დღევანდელ იუნაიტედს და ისე აკეთეთ დასკვნები.რატო უნდა ხიბლავდეს დღეს ახალგაზრდა პერსპექტიულ მოთამაშეს ეს კლუბი?იმიტომ რომ ტენ ჰაგი მოვიდა?მერე და რა ამით,იქნებ და სერთოდ ვერ გაამართლოს?მერე რა უნდა ქნან,კარიერა უნდა ინგრიონ იმის გამო რომ ჩვენ გვინდა მათი გადმოსვლა
1
№9
ავტორი: shotkin
10 ივნისი 2022 15:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
ჩემი აზრით და ყველა საღად მოაზროვნეს აზრით როცა მანჩესტერში გადასვლის შანსი გაქვს და უარს ამბობ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ვამბობ 35 და 37 წლის მოთამაშეზე როგორ უნდა თქვა უარი ერთი სეზონის გამო რო ლიგაზე ვერ იქნები ეს არის დასაცინი ამბავი ..რონალდო არ წავიდა და ითამაშებს ევროპა ლიგაზე ტოჟე მნე ნუნიესი:))


ანუ მესმის მეგობარო მარა ლივერპულზეც იგივეს თქმა შეიძლება , ანუ + იმათ უფრო კარგი დროება უდგათ დიდი კლუბია და გენიოსი მწვრთვნელი ყავთ , რატო გიკვირს რო იქ გადადის?
0
№10
ავტორი: PaLoMo
10 ივნისი 2022 16:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
ჩემი აზრით და ყველა საღად მოაზროვნეს აზრით როცა მანჩესტერში გადასვლის შანსი გაქვს და უარს ამბობ ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ვამბობ 35 და 37 წლის მოთამაშეზე როგორ უნდა თქვა უარი ერთი სეზონის გამო რო ლიგაზე ვერ იქნები ეს არის დასაცინი ამბავი ..რონალდო არ წავიდა და ითამაშებს ევროპა ლიგაზე ტოჟე მნე ნუნიესი:))

ვფიქტობ ლიგა მიზეზია გინდა დეიონგი იყოს და გინდა სხვა ნებისმიერი.
სულშერმა თქვა რღაც ასეთი.როცა მანჩესტერ იუნაიტედშ გეპატიჟებაო და ლიგაზე არ ასპარეზობს იცი რომ ეს მხოლოდ დროებითია და შემდეგ სეზონზე აუცილებლად ითამაშებ ლიგაზეო.
რაღაც მსგავსი იყო სურად სიტყვები არ მახსოვს.
მართლაც ასეა ლიგის გამო აქ არ მოსვლა უაზრო მიზეზი მგონია, არუნდა? აჯვას პატრონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top