ერიკ ტენ ჰააგის ფორმაციის "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდის დატოვებას გეგმავს. . Manchester Evening News-ის ცნობით, კლუბი არ აპირებს ინგლისელის გაყიდვას ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება. მანამდე ინგლისელმა უარი თქვა კლუბთან ხელშეკრულების განახლებაზე, რადგან არ იყო დარწმუნებული თავის მომავალთან დაკავშირებით "ოლდ ტრაფორდზე".
ცნობილია, რომ ერიკ ტენ ჰააგი აპირებს რაშფორდის ნიჭს გასაქანი მისცეს საკუთარ სათამაშო ტაქტიკებში და გადაწყვეტილი აქვს დაეხმაროს მოთამაშეს მომავალ სეზონში კარიერულ წინსვლაში.
შეგახსენებთ, რომ მარკუსი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლიდან თამაშობს. ის კლუბის აკადემიის აღზრდილი მოთამაშე გახლავთ.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.