ერიკ ტენ ჰაგი შემადგენლობის გადახალისებას განაგრძნობს, ამჯერად საქმე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ ფილ ჯონსს.
მოგეხსენებათ უკანახაზელი ლაზარეთის ხშირი სტუმარი გახლდათ, ფეხბურთელი ტრავმებმა სრული ამსიტყვის მნიშვნელობით დატანჯეს, ინგლისელმა მოედანზე რიგიანად დაბრუნება ვერადა ვერ შეძლო.
დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ჯონსი "წითელი ეშმაკების" რიგებს დატოვებს და სხვა პრემიერლიგურ გუნდს შეუერთდება.
მოთამაშის მიმართ ინტერესს "ლიდსი", "საუთჰემპტონი" და ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში აღზევებული "ფულემი" გამოხატავენ.