"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა სრულიად დამსახურებულად დაასახელეს.
დე ხეამ ფეხბურთელების მიერ დაფიქსირებულ კენჭისყრაში პირველი ადგილი დაიკავა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
მან ეს ჯილდო მეოთხედ მოიპოვა, რაც აბსოლიტური რეკორდია "წითელი ეშმაკებისთვის". ეს პრიზი ორჯერ მიიღეს კრიშტიანუ რონალდუმ, ლუკ შოუმ და ანტონიო ვალენსიამ.
31 წლის მეკარემ გასულ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 66 გოლი გაუშვა და ყველა ტურნირზე 10-ჯერ მოახერხა კარის დაცვა. ესპანელის მოქმედი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2023 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.