"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი დიოგო დალო ერთდროულად ევროპის სამი ტოპ-კლუბის სატრანსფერო სამიზნე გახდა.
Manchester Evening News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის შეძენით დაინტერესებულნი არიან "მილანი", "დორტმუნდის ბორუსია" და მადრიდის "ატლეტიკო".
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დალო, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება.
"წითელი ეშმაკების" ახალ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს მოსწონს მცველი და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ის სპეციალისტის სათამაშო ფორმაციებში ჩაჯდება.
შეგახსენებთ, რომ დალო ინგლისურ გრანდში 2018 წლის ზაფხულში "პორტოდან" გადავიდა. მისი ევროპული ვოიაჟი გახლდათ ასევე "მილანში" იჯარის წესით ასპარეზობაც.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.