ხუან მატამ "მანჩესტერ იუნიატედის" გულშემატკივრებს კლუბიდან წასვლის წინ გამოსამშვიდობებელი მესიჯი გაუგზავნა.
გუნდში რვაწლიანი თამაშის შემდეგ თვის ბოლოს 34 წლის ფებხბურთელი "იუნაიტედს" დატოვებს.
მატა მეექვსე მოთამაშეა,რომელიც "მანჩესტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს,მათ რიცხვში ასევე არიან: პოლ პოგბა,ჯესი ლინგარდი,ედისონ კავანი,ნემანია მატიჩი და ლი გრანტი.
ესპანელი გუნდს ტოვებს როგორც საკულტო გმირი.მან 285 მატჩის ჩატარება მოასწრო და 51 გოლის გატან და ასევე მოიგო ოთხი ტიტული "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას.გასულ თვეს "კრისტალ პალასთან" მატჩში ის ბოლოჯერ გამოჩნდა "იუნიატედის" რიგებში.
განცხადებიდან მალევე სოციალურ მედიაში მატამ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
"აქედან, შუა მოედნიდან ოლდ ტრაფორდზე ღამით, მე მარტო ვარ. სინამდვილეში, ეს სიზმარივითაა" - თქვა მან ვიდეომიმართვაში.
"მინდოდა დიდი მადლობა გადამეხადა თქვენთვის იმ მხარდაჭერისთვის რასაც ამ ხნის განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან"