ორშაბათს "იუნაიტედმა" დაადასტურა ჯესი ლინგარდისა და პოლ პოგბას გუნდიდან წასვლა.გუნდმა პოგბას წასვლის დადასტურების შემდეგ რამოდენიმე საათში ასევე ლინგარდის გაშვებაც დაადასტურა.ისინი კლუბს ოფიციალურად დატოვებენ,როდესაც კონტრაკტის ვადა ამოეწურებათ თვის ბოლოს.
ლინგარდი და პოგბა იმ "იუნაიტედის" ნაწილები იყვნენ,რომელმაც 2011 წლის ასოციაციის ახალგაზრდული თასი მოიგო.
მათი წასვლის დადასტურების შემდეგ ორივე მოთამაშემ გააზიარა საკუთარი გამოსამშვიდობებელი მესიჯები.ხუთშაბათს პოგბამ საკუთარ თანაგუნდელს პატივი მიაგო და მასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო წარწერით "ჩემო ძმაო".
ოთხშაბათს „იუნაიტედიდან“ წასვლის შესახებ ლინგარდმა სოციალურ ქსელში დაწერა:"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ემოციურად ვიყავი განწყობილი კლუბის დატოვების გამო,რადგან ის ჩემი ოჯახია".
"ამ გუნდთან ბევრი განსაკუთრებული მოგონება და მომენტი მაკავშირებს,რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემში.მანჩესტერ იუნიატედი ყოველთვის იქნება ჩემს გულში".
პოგბამაც ასევე გამოაქვეყნა საკუთარი გამოსამშვიდობებელი მესიჯი და დაწერა: "თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ,რადგან ვითამაშე ამ კლუბში.ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა,მაგრამ რაც მთავარია თაყვანისმცემლების უპირობო მხარდაჭერა".
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.