"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ჰარი მაგუაირს არ გაყიდის, თუმცა კლუბი ორი ახალი მცველის შეძენით არის დაინტერესებული.
ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ CaughtOffside-ის თავის რუბრიკაში განაცხადა.
ამ კვირის დასაწყისში, კლუბმა განიხილა "აიაქსის" 20 წლის მცველის, იურიენ ტიმბერის კანდიდატურა ახალ მწვრთნელთან ერთად. გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია პაუ ტორესით, რომლის კონტრაქტში "ვილიარეალთან" გათავისუფლების პუნქტი 60 მილიონი ევროა.
აღნიშნულია, რომ ესპანურ კლუბთან 25 წლის მცველის ფასის შემცირებაზე მოლაპარაკება შესაძლებელია.
არცერთ ამ მოთამაშესთან მოლაპარაკებები ინგლისურ გრანდს ჯერ არ მიუღწევია მოწინავე ეტაპზე - "მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს სამომავლო გეგმების განხილვას ახალ მენეჯერთან ერთად და დასკვნების გამოტანას კლუბში არსებულ ვითარებაზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, ჰარი მაგუაირის წასვლა დარჩენის საკითხი ბოლომდე მოგვარებული ჯერ კიდევ არ არის. 29 წლის მცველი უახლოეს დღეებში პირდაპირ ისაუბრებს კლუბის ბოსთან, რათა გაარკვიოს რა გეგმები აქვს მის მიმართ ნიდერლანდელს.
აღსანიშნავია, რომ მაგუაირი "მანჩესტერ იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებს შორის მოხვდა, რომლებიც "ბარსელონას" ინტერესს იწვევენ, მაგრამ ამ დროისთვის კატალონიურ კლუბში მისი გადასვლა არარეალურია.
მიუხედავად შესაძლო ცვლილებებისა, მოსალოდნელია, რომ მაგუაირი დარჩება "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური დაცვის ხაზის საკვანძო მოთამაშედ და შეუწყვილდება ფეხბურთელს რომელსაც სპეციალისტი დაიმატებს და ეს ფეხბურთელი სავარაუდოდ ტიმბერი იქნება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.