"მანჩესტერ იუნაიტედმა" ენდი ო'ბოილი გუნდის საფეხბურთო დირექტორის მოადგილედ დანიშნა.
ჩრდილოეთ ირლანდიელი "იუნაიტედის" აკადემიაში მწვრთნელად მუშაობდა,ახლა კი 16 წლის განშორების შემდეგ ისევ დაუბრუნდა "მანჩესტერს" და გახდა ჯონ მურტოს მოადგილე.
"მოხარული ვარ, რომ ვუერთდები მანჩესტერ იუნიატედს ასეთ საინტერესო დროს,რადგან გუნდი ემზადება ახალი ეპოქის შესაქმნელად ერიკ ტენ ჰააგთან ერთად,ხოლო აკადემია და ქალთა გუნდი ძლიერდება". - განაცხადა ო'ბოილმა
მურტომ კი განაცხადა : "მოხარული ვართ,მივესალმოთ ენდის დაბრუნებას მანჩესტერ იუნიატედში,რათა შეასრულოს ეს მნიშვნელოვანი როლი კლუბის ხელმძღვანელობაში".
"ენდის აქვს გამოცდილება ფეხბურთის ყველა ტექნიკურ სფეროში,ფიტნესისა და სპორტის მეცნიერებიდან დაწყებული სკაუტინგამდე და რეკრუტირებამდე დამთავრებული".
მურტოს მსგავსად ენდიც ლივერპულის უნივერსიტეტში სწავლობდა და ასევე აქვს გამოცდილება სპორტულ მეცნიერებაში.
ადრე ლივერპულში ო'ბოილი იურგენ კლოპის ფიტნეს მწვრთნელი იყო და ასევე სტაჟირება ჰქონდა გავლილი ვრექსამში და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.