თბილისი:
მანჩესტერი:
30-05-2022, 21:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1574,
კომენტარები: 10
მეტი ვიდრე რონალდუს
კლუბის ყველაზე შესაძლო, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი.
მეტი ვიდრე რონალდუს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს "ბარსელონას" ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის საკონტრაქტო ხელშეკრულების შესყიდვას.

Fichajes-ის ცნობით, ნიდერლანდელი მოთამაშე, "წითელი ეშმაკების" ახლადდანიშნულლ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ნომერ პირველ სატრანსფერო სამიზნედ მიაჩნია და კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვს რომ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს.

ესპანური გამოცემა იუწყება, რომ ინგლისური გრანდის "ბოსები" მზად არიან, ფეხბურთელი გახადონ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ამ სტატუსით ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება.

მანამდე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, დე იონგის გაშვებაზე არაერთგვაროვანი კომენტარები გააკეთა. თუმცა, თუ ინგლისელებისგან დაახლოებით 80 მილიონი ევროს შემოთავაზება შემოვა, ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს დიდი ალბათობით გაუშვებს.
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 მაი 2022 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
არც არ მიმაჩნია სწორ საქციელად ისევ და ისევ ფულით მოთაფვლა უნდა უნდოდეს აქ მოსვლა მოთამაშეს ეს ფულით დაკერილები არ ამართლებენ ხშირ შემთხვევაში
0
№2
ავტორი: PaLoMo
30 მაი 2022 22:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
არც არ მიმაჩნია სწორ საქციელად ისევ და ისევ ფულით მოთაფვლა უნდა უნდოდეს აქ მოსვლა მოთამაშეს ეს ფულით დაკერილები არ ამართლებენ ხშირ შემთხვევაში

ბაზარი არაა,იმედია ვინმე ისეთებს მოიყვანს ვისაც სწყურია ტიტულები და ფულზე არ დახამდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: shotkin
30 მაი 2022 22:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოკლედ ამ გუნდს მგონი მართლა არაფერი არ ეშველება + ჭკუას არ/ვერ სწავლობენ და სულ იგივე შეცდომებს შეცდომაზე უშვებენ , სანამ მფლობელი არ შეიცვლება ალბატ იქნება ერთი და იგივე, წინასწარ არ მინდა დასკვნების გამოტანა უბრალოდ ესე მოწმენდილ ცაზე რაგნიკის წასვლაც დიდად არ უნდა იყოს კარგის ნიშანი.
0
№4
ავტორი: Svanchester
30 მაი 2022 22:41
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა დაიწყოს ტენ ჰაგის ხედვების გათვალისწინებით, გუნდს რომელსაც ამდენწლიანი ჭაობი აქვს თუ არ ჩავთვლით ჟოზეს 3 ტიტულს, უნდა იყოს დადებული გეგმა რომლის საძირკველიც იქნება ერიკის ხედვები და არა კომერციული, თუ ტენ ჰაგს სურს რომ დე იონგი იხილოს კლუბში მაშინ დე იონგმაც უნდა გაითვალისწინოს ეს, თუ არ ითვალისწინებს ეს ჰააგისთვის უნდა იყოს პასუხი რომ ასეთი ფეხბურთელებით შორს ვერ წავა, ასე რომ, მხოლოდ ტენ ჰაგზე ვამყარებ იმედს, ვსო სხვა არავისზე.
0
№5
ავტორი: PaLoMo
30 მაი 2022 23:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Svanchester
ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა დაიწყოს ტენ ჰაგის ხედვების გათვალისწინებით, გუნდს რომელსაც ამდენწლიანი ჭაობი აქვს თუ არ ჩავთვლით ჟოზეს 3 ტიტულს, უნდა იყოს დადებული გეგმა რომლის საძირკველიც იქნება ერიკის ხედვები და არა კომერციული, თუ ტენ ჰაგს სურს რომ დე იონგი იხილოს კლუბში მაშინ დე იონგმაც უნდა გაითვალისწინოს ეს, თუ არ ითვალისწინებს ეს ჰააგისთვის უნდა იყოს პასუხი რომ ასეთი ფეხბურთელებით შორს ვერ წავა, ასე რომ, მხოლოდ ტენ ჰაგზე ვამყარებ იმედს, ვსო სხვა არავისზე.


100%
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Lalana
30 მაი 2022 23:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ეს თუ სიმართლეა და ისევ ამ გზით ვაპირებთ წასვლას მაშინ მართლა არ გვქონია საშველი.ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს ეს საფეხბურთო კლუბია თუ როგორც ვუდვორდმა თქვა დისნეის პარკი დიდებისთვის?თუ კლუბი ისევ გააგრძელებს ფეხბურთელების მოზიდვას საოცარი ხელფასების დანიშვნით ესე იგი კლუბს ისევ არ გააჩნია გეგმა,ანუ კლუბს არ შეუძლია საკუთარი გეგმა გააცნოს ფეხბურთელს და ამ გეგმის გამო მოიპოვოს მათი კეთილგანწყობა.იმედი მაქვს მაგ გზას ისევ არ გავყვებით და უბრალოდ მორიგი ჭორია და მეტი არაფერი.

უბრალოდ საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა გუნდის სისტემაში და მაინც საეჭვოა იმავე გზით გააგრძელონ მუშაობა.ბოლო რამოდენიმე ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი გაუშვეს გუნდიდან:

ედ ვუდვორდი - აღმასრულებელი დირექტორი,
მეტ ჯაჯი - მოლაპარაკებების ხელმძღვანელი,
მარსელ ბუტი - მსოფლიო სკაუტინგის ხელმძღვნელი,
ჯიმ ლოუ - მთავარი სკაუტი,
ჰემენ ცაიო - ფინანსური სტრატეგიების ხელმძღვანელი,
პატრიკ კოილი - სტაფის განაწილების ხელმძღვანელი
0
№7
ავტორი: levionok
31 მაი 2022 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
იმედია ჭორია და თუ ეს სიმართლეა ისევ ისე ყარს განავალი ამ გუნდში როგირც წინა წლებში!!!

ციტატა: shotkin
მოკლედ ამ გუნდს მგონი მართლა არაფერი არ ეშველება + ჭკუას არ/ვერ სწავლობენ და სულ იგივე შეცდომებს შეცდომაზე უშვებენ , სანამ მფლობელი არ შეიცვლება ალბატ იქნება ერთი და იგივე, წინასწარ არ მინდა დასკვნების გამოტანა უბრალოდ ესე მოწმენდილ ცაზე რაგნიკის წასვლაც დიდად არ უნდა იყოს კარგის ნიშანი.

რათქმაუნდა მართალი ხარ,არ ჭირდებათ კაცი რომელიც გარეთ გამოიტანს იმ პრობლრმებს რომელიც არის ამ გუნდის შიგნით,ჩვენ ვხედავთ მწვანე მინდორს და იქ მოსეირნე ფეხბურთელებს მაგრამ შიგნით კიდევ უარესი ხდება თორემ ეს შემადგენლობა რაც გვყავს არავიზე ნაკლები არ არის ამ ბიჭებისგან მაქსიმუმი რომ მიიღო...
0
№8
ავტორი: bendzela
31 მაი 2022 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ჩემი აზრით ეს არის ყველაზე დიდი ჭორი რაც კი დაწერილა, გამორიცხულია რო ამან რონალდოზე მეტი ხელფასი აიღოს
0
№9
ავტორი: Chesterman
31 მაი 2022 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 695
ტიპი იძახის ბარსელონა ჩემი იცნების კლუბია აქედან წასვლა არმინდაო სხვა გუნდი არ მაონტერესებსო და რომ გადმოვიდეს რა მერე მოვა მაღალი ხეფასის ხათრით და მასეთი გვინდა ?
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2022 19:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რონალდოზე მაღალი არავის არ ექნება ალათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top