"მანჩესტერ იუნაიტედის" დაინტერესების და მიუხედავად კრისტოფერ ნკუნკუმ უარი განაცხადა ამ ზაფხულს "ლაიფციგის" დატოვებაზე.
ფრანგმა ამ სეზონში "ლაიფციგის" რიგებში 35 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.ამასთანავე მან გასულ სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
ბუნდესლიგაში მან 20 გოლის გატანა მოახერხა,რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მისი მონაგარი ექვს მატჩში 7 გოლს უტოლდება.ეს იყო მის კარიერაში ყველაზე პროდუქტიული სეზონი.
გერმანიაში წარმატებული სეზონის შემდეგ,მისი ფორმა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და "მანჩესტერ იუნაიტედი" მისი გადმობირებით არის დაინტერესებული,ამასთანავე ფრანგს "ლონდონის ჩელსიც" აკვირდება და ფრანგული გიგანტი "პარი სენ-ჟერმენი". ნკუნკუსთვის "პსჟ" მისი ბავშვობის კლუბია და მას არაერთხელ გამოუხატავს ამ გუნდის მიმართ აღფრთოვანება.
"პარიზი ჩემი სახლია,მე ამას ყოველთვის ვამბობდი,ის ჩემს გულშია"- თქვა ნკუნკუმ ერთა ლიგის მატჩის წინ,სადაც ერთმანეთს საფრანგეთის ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.
"სასიამოვნოა, როდესაც ჩემით უდიდესი კლუბები ინტერესდებიან და ამასთანავე სასიამოვნოა,როდესაც ლაიფციგი ყველაფერს აკეთებს ჩემს შესანარჩუნებლად".
მას გერმანულ გუნდთან კონტრაკტი 2024 წლის ზაფხუხლამდე აკავშირებს.სხვადასხვა,წყაროზე დაყრდნობით სოლიდური შეთავაზების შემთხვევაში "ლაიფციგი" განიხილავს ნკუნკუს ტრანსფერს.
ჭორები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.