ოლე გუნარ სულშერის არასახარბიელო შედეგების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის მენეჯერის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი მოიწვია.
გაფორმებული კონტრაქტი მოიცავდა შემდეგ პირობებს, ახალ მენეჯერს კლუბი სეზონის ბოლომდე უნდა ჩაებარებინა რის შემდეგაც ის შიდა სტრუქტურაში გადაინაცვლებსა და სპორტული კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებდა.
უნდა აღინიშონს, რომ რანგნიკის თაოსნობით გუნდმა უარყოფითი ბალანსის ჩვენება განაგრძო და სატურნირო ცხრილის ოთხეულშიც კი ვერ მოხვდა. თუმცა ყველა ელოდა რომ გერმანელი დათქმულ თანამდებობას იგდებდა ხელთ.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ავსტრიის ეროვნული ნაკრები მენეჯერს დაუკავშირდა და მწვრთნელობა შესთავაზა, ამ უკანასკნელმა კი თანხმობა განაცხადა.
გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ რომ ის ეროვნული ნაკრების თავკაცობას "იუნაიტედში" სპორტულ ასისტენტობასაც შეუთავსებდა თუმცა უახლესი ცნობის თანახმად რომელიც დღეს ფაბრიციო რომანომ გაავრცელა რანგნიკი ინგლისურ გრანდს საბოლოოდ დაემშვიდობა.
რანგნიკი "მანჩესტერში" აღნიშნულ თანამდებობაზეც არ იმუშავებს, გლეიზერების კლუბმა მასთან ყველა შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტა.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.