ჰარი მაგუაიერი - სახელი რომელიც ამჟამად უკვე ამოწურულ და დასრულებულ საფეხბურთო სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობიდან ყველაზე მეტად ასოცირდება ჩაგდებულ სეზონთან და იმედგაცრუებასთან.
ცემტრალური მცველი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იმყოფებოდა და მთელ რიგ მატჩებში მისი საფეხბურთო მზადყოფნა და სათამაშო დონე ნამდვილად დაბალ დონეს აჩვენებდა.
მოგეხსენებათ ინგლისურ გრანდს მომავალ სეზონში ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს. რა ბედი ეწევა ჰარის ახალი მენეჯერის თაოსნობით?
კითხვა რომელზეც პასუხი სპორტულმა პრესამ უკვე გააჟღერა. მიუხედავად იმისა რომ "წითელი ეშმაკები" აქტიურად მუშაობენ ახალი ცენტრალური მცველის ტრანსფერზე, მაგუაიერი "ოლდნტრაფორდს" არ დატოვებს, ფეხბურთელი ერიკის გეგმებში შედის.
როგორც ჩანს "მანკუნიანელების" ხელმძღვანელობასა და ახალ მენეჯერს ჯერ კიდევ აქვთ იმედი იმისა, რომ უკანახაზელი ჩვეულ ფორმასა და სტაბილურობას დაიბრუნებს.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.