პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რუბენ ნევეში, რომელიც საკლუბო დონეზე "ვულვერჰემპტონის" ღირსებას იცავს, შესაძლოა ტენ ჰააგის "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს.
ტაბლოიდი The Sun-ის ცნობით, ნახევარმცველის ტრანსფერით "ოლდ ტრაფორდელები" აქტიურ ინტერესს გამოხატავენ.
"წითელმა ეშმაკებმა" ერთ ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ სწორედ ნევეში დაასახელეს და მზად არიან მისთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიონ კატალონიურ "ბარსელონას", რომელიც თავის მხრივ მოთამაშის დამატებას ცდილობს.
ამავდროულად აღსანიშნავია ფაქტიც რომ, ამ დავაში "ლურჯი ბროწეულისფერების" შანსები ბევრად უფრო გაზრდილი ჩანს, ვინაიდან რუბენს სურს კარიერის გაგრძელება კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
პორტუგალიელის კონტრაქტი "მგლებთან" 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.