თბილისი:
მანჩესტერი:
28-05-2022, 19:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1284,
კომენტარები: 7
მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
კლუბი თავდამსხმელს მალე დაიმატებს.
მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია
პორტუგალიური "ბენფიკას" თავდამსხმელმა დარვინ ნუნიეშმა კარიერა შესაძლოა ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

Manchester Evening News-ის ცნობით, ინგლისური გრანდი ერთ-ერთი კლუბია, რომელიც ურუგვაელის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კლუბის ხელმძღვანელობასა და მოთამაშის აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაძლოა, რომ სწორედ ნუნიეში აღმოჩდეს "წითელი ეშაკების" პირველი ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

მანამდე აღინიშნა, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 70 მილიონი ევრო იქნებოდა. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა თავდამსხმელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა, ასევე მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" და "აიაქსთან".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნუნიეშის მომსახურებით ლონდონის "ჩელსი" და "არსენალიც" იყვნენ დაინტერესებული.
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
28 მაი 2022 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ბენფიკამ 100მლნ ფუნტი მოითხოვაო და მაგ თანხის გადამხდელი არცერთი არაა ნუნიესში, მენდეშთან ზოგადად მანიუს კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც მახსოვს რონალდოს აგენტიც ეგაა და რაღაც პონტში შეიძლება მისი მოყვანა უფრო რეალურ ფასად, მაგრამ დროა უკვე ამათაც ჭკუა ისწავლონ, აგერ სიტიმ ჰალანდი 51ად იყიდა და იმის გამო რომ ლიგაზე არ ვიქნებით ორმაგი ფასის გადახდა ნუნიესში რომელმაც ჯერ მხოლოდ 1 სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე, მაინც სისულელე მგონია. ტორინოც ითხოვდა ერთსეზონიამ ბელოტიში 100ს მაგრამ ახლა რას შვება როგორაც შერჩათ კი ვხედავთ ყველა
2
№2
ავტორი: Lalana
28 მაი 2022 23:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
აუცილებლად მოსაყვანია ეს ბიჭი.თავდასხმაში აუცილებლად გვჭირდება მსგავსი გამტანი ფეხბურთელი.ისე რა დრო დადგა,ერთი სეზონი გამოანათებენ და ჯერ კიდევ შეუმდგარი ფეხბურთელებს საოცარ ფასებს ადებენ
0
№3
ავტორი: ikeoni
29 მაი 2022 03:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
იმედია მოვა ოღონდ რეალურ ფასად
0
№4
ავტორი: Mishiko82
29 მაი 2022 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
დაიწერა მანიუ 70 მილიონის გადახდაზე მზად არისო თავიდან 100 დაუფასეს, ნუნიესის მხარემ მოსაფიქრებლად რამოდენიმე დღე ითხოვესო ალბად სხვა ვარიანრებსაც ამუშავებენ, დღეს-დღეობით ბაზარზე ვინცაა ყველაზე კარგი შენაძენი არის და აუცილებლად შესაძენია.
0
№5
ავტორი: tazius
30 მაი 2022 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ციტატა: dybbuk
ბენფიკამ 100მლნ ფუნტი მოითხოვაო და მაგ თანხის გადამხდელი არცერთი არაა ნუნიესში, მენდეშთან ზოგადად მანიუს კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც მახსოვს რონალდოს აგენტიც ეგაა და რაღაც პონტში შეიძლება მისი მოყვანა უფრო რეალურ ფასად, მაგრამ დროა უკვე ამათაც ჭკუა ისწავლონ, აგერ სიტიმ ჰალანდი 51ად იყიდა და იმის გამო რომ ლიგაზე არ ვიქნებით ორმაგი ფასის გადახდა ნუნიესში რომელმაც ჯერ მხოლოდ 1 სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე, მაინც სისულელე მგონია. ტორინოც ითხოვდა ერთსეზონიამ ბელოტიში 100ს მაგრამ ახლა რას შვება როგორაც შერჩათ კი ვხედავთ ყველა


ჰალანდი 51-ად იმიტომ იყიდა რომ გამოსასყიდი თანხა ეგ ეწერა კონტრაქტში.
0
№6
ავტორი: dybbuk
30 მაი 2022 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ციტატა: tazius
ციტატა: dybbuk
ბენფიკამ 100მლნ ფუნტი მოითხოვაო და მაგ თანხის გადამხდელი არცერთი არაა ნუნიესში, მენდეშთან ზოგადად მანიუს კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც მახსოვს რონალდოს აგენტიც ეგაა და რაღაც პონტში შეიძლება მისი მოყვანა უფრო რეალურ ფასად, მაგრამ დროა უკვე ამათაც ჭკუა ისწავლონ, აგერ სიტიმ ჰალანდი 51ად იყიდა და იმის გამო რომ ლიგაზე არ ვიქნებით ორმაგი ფასის გადახდა ნუნიესში რომელმაც ჯერ მხოლოდ 1 სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე, მაინც სისულელე მგონია. ტორინოც ითხოვდა ერთსეზონიამ ბელოტიში 100ს მაგრამ ახლა რას შვება როგორაც შერჩათ კი ვხედავთ ყველა


ჰალანდი 51-ად იმიტომ იყიდა რომ გამოსასყიდი თანხა ეგ ეწერა კონტრაქტში.

და რა მერე?
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2022 19:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ჩაო :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top