ტურინული გრანდის თურქი მცველი ერიხ დემირალი რომელიც ამ ეტაპზე ბერგამოს "ატალანტას" ღირსებას იცავს, ერიკ ტენ ჰაგის "მანჩესტერ იუნაიტედის" რადარქვეშ ფიქსირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი გამოხატავს, "მანჩესტერელები" მის შესაძენად გამართულ რბოლას ლიდერობენ.
Tutto Atalanta-ს ცნობით, სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ან მადრიდის "რეალი" იქნებიან ის კლუბები რომელთაგან ერთ ერთში გააგრძელებს კარიერას უკანახაზელი.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია A-ში 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.