პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად მერსისაიდული "ლივერპულის" გერმანელი დამრიგებელი იურგენ კლოპი დასახელდა.
აღნიშნული ჯილდო, შესაბამის ცერემონიალზე იურგენ კლოპს "მანჩესტერ იუნნაიტედის" ყოფილმა მენეჯერმა, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა სერ ალექს ფერგიუსონმა გაასცა.
სერ ალექსმა აღიარა, რომ ამ საქციელმა მას გარკვეული ტკივილი მიაყენა დაჯილდოების დროს მოგეხსენებათ ისტორიული დაპირისპირებების გამო.
როგორც თავად ფერგიმ ერთხელ თქვა, მისი ერთ-ერთი მიზანი, როდესაც ის "იუნაიტედის" სათავეში მოვიდა, იყო "ლივერპულის" ჩამოგდება იმ კვარცხლბეკიდან რომელზეც ისინი ერთ დროს იმყოფებოდნენ, შეძლო თუ არა ეს დიდებულმა მწვრთნელმა თავად განსაჯეთ.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ქვეყნის შიდა ჩემპიონატი ამ დრომდე არ მოუგია.
კლოპის "ლივერპულმა" ამ სეზონში ინგლისის თასი და ლიგის თასი მოიგო, პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალს" დაუპირისპირდება.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.