შესანიშნავი სიახლე ქართველი გულშემატკივრებისათვის, ისტორიაში პირველად ქართველი კარის დარაჯი შესაძლოა ინგლისური გრანდის წევრი გახდეს.
საქმე ეხება გიორგი მამარდაშვილს რომელმაც ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა და ამ ასპარეზობით საკუთარი თავი არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე გახადა.
მაშ ასე, ესპანური "ვალენსიას" შემადგენლობაში მოთამაშე ქართველი შესაძლოა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს.
Diario AS-ის ცნობით, ქართველმა მეკარემ შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" დინ ჰენდერსონი შეცვალოს, რომელსაც ზაფხულში გუნდის დატოვება სურს.
აღსანიშნავია, რომ "ღამურები" მეკარისთვის 15 მილიონ ევროს მოითხოვენ. დათანხმდება თუ არა მამარდაშვილი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას, რათა იქ დავიდ დე ხეას შემცვლელის როლი შეასრულოს, გასარკვევია.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა "ვალენსიაში" სრულფასოვანი ტრანსფერი გასულ წელს დაასრულა. მანამდე გიორგი "მესტალიაზე" თბილისის დინამოდან იჯარით წესით ასპარეზობდა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.