"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა ისაუბრა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მწვრთნელებზე, სადაც მან განაცხადა რომ მოუთმენლად ელის პეპ გვარდიოლასთან და იურგენ კლოპთან "ბრძოლას".
"სიტიმ" ხუთ სეზონში მოიგო პრემიერ ლიგის ოთხი ტიტული,ხოლო "ლივერპულმა" კლოპის მეთაურობით მოიგო ორი შიდა თასი და ასევე შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდება "მადრიდის რეალს".
რაც შეეხება "იუნაიტედს", მას პრემიერ ლიგის ტიტული სერ ალექსის წასვლის შემდეგ აღარ მოუგია,ამის და მიუხედავად ტენ ჰააგი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და ის აპირებს დაარღვიოს "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დომინირება.
"ამ მომენტში მე აღფრთოვანებული ვარ ორივეთი" - განაცხადა ტენ ჰააგმა "ისინი მართლაც ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ,როგორც ლივერპული,ასევე მანჩესტერ სიტი,მაგრამ ვიცით რომ ყველა ეპოქას აქვს დასასრული და მე მოუთმენლად ველი მათთან ბრძოლას"
კითვხაზე შეიძლება თუ არა გვარდიოლასა და კლოპის დომინირების დასრულება მან უპასუხა : "ვფიქრობ,კი".
"სიტიმ" 93 ქულით დაასრულა სეზონი,ხოლო "ლივერპულმა" 90 ქულით.რაც შეეხება "იუნაიტედს" მათ მეექვსე ადგილზე დაასრულეს სეზონი 58 ქულით და ამ სეზონში უფრო ჩამორჩება "სიტის" ვიდრე დევიდ მოიესის "მანჩესტერ იუნაიტედი" 2013-2014 წლების სეზონში.
ტენ ჰააგმა "აიაქსში" ოთხნახევარი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი რეპუტაცია მოიპოვა.ახლა კი მის კარიერაში "მანჩესტერის" სახით ახალი ისტორიის დაწერის შანსი მოიპოვა.
"ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს და ახლა საჭიროა შევქმნათ ერთად მომავალი.ჩვენ მოვიყვანთ ახალ ადამიანებს შტაბში,გავაანალიზებთ გუნდს და ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ და დარწმუნებული ვარ რომ მივაღწევთ წარმატებას".
"რაზეც ჩვენ ვფქრობთ არის ეს პროექტი,ამის განხორციელებას კი დრო სჭირდება,ასეთ გუნდებში კი დროს უმნიშვნელოვანესი ფასი აქვს,ამიტომ ვეცდებით თამაშიდან თამაშამდე გაუმჯობესებას და თითოეული მატჩის მოგებას".
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.