ესპანელმა კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ ამჟამად უკვე დასრულებულ სეზონზე ისაუბრა და სამომავლო სურვილებიც გააჟღერა.
საბოლოო ჯამში, რალფ რანგნიკის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა.
"მინდა დავივიწყო ეს სეზონი და მთლიანად მომავალზე გავამახვილო ყურადღება. ეს სეზონი იყო საშინელი, ძალიან ცუდი და მძიმე ყველა თვალსაზრისით.
მოუთმენლად ველოდები ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობის დაწყებას. ველოდები ახალ მწვრთნელს და ახალ მოთამაშეებს.
ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას. ჩვენ უნდა გვჯეროდეს წარმატებული მომავლის. ახალწვეულების ძიება აქტიურად მიმდინარეობს ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ იპოვონ შესაფერისი მოთამაშეები შესაფერისი ხასიათით", - ციტირებს ესპანელი მეკარის სიტყვებს BBC-ის ჟურნალისტი შამუნ ჰაფესი.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.