"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ მოუწოდა კლუბის ხელმძღვანელობას გადახედოს ფეხბურთელების შერჩევის პოლიტიკას.
ესპანელმა მიანიშნა, რომ ამჟამად გუნდში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ "წითელი ეშმაკების" სტანდარტებს.
"ბევრი რამ უნდა გაირკვეს. თუ ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მაშინ ის ამ კლუბში არუნდა ირიცხებოდეს. ამაში არაფერია რთული", - ციტირებს მატას სიტყვებს ჟურნალისტი ლორი უიტველი.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს მატა "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ესპანელი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" 2014 წლის ზამთრის შემდეგ თამაშობდა.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.