22-05-2022, 19:19
ნანახია: 1453,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" იტალიური გრანდის ამომავალი ვარსკვლავი სურს
გუნდს შესაძლოა კიდევ ერთი პორტუგალიელი შეუერთდეს.
ერიკ ტენ ჰაგს, მის ამჟამინდელ კლუბში კიდევ ერთი პორტუგალიელი ფეხბურთელის რაფაელ ლეაუს მოწვევა სურს. მოგეხსენებათ მოთამაშე "მილანის" ღირსებას იცავს.
ბრიტანელები მზად არიან, პორტუგალიელი ფლანგელისთვის "პსჟ"- ს წინააღმდეგ იბრძოლონ ვინაიდან ამ უკანასკნელთ რაფაელის გადაბირება სურთ.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ "მილანს" სერია A-ს ტიტულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს, ფეხბურთელის ფასი შესაძლოა 100 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ლეაუმ სერია A-ში მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია და თვალშესაცემია მისი წარმატებული ასპარეზობა სტეფანო პიოლის ძირითად თერთმეტეულში.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.