ერიკ ბაილიმ და აარონ ვან-ბისაკამ შესაძლოა კლუბი ამ ზაფხულს დატოვონ. ფაბრიციო რომანოს თქმით, ფეხბურთელები "წითელი ეშმაკების" ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედიან.
მცველების მომავალი დამოკიდებული იქნება იმ შემოთავაზებებზე, რომლებსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს მათ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბი არ იქნება კმაყოფილი პოტენციური მყიდველების პირობებით, ბაი და ვან-ბისაკა დარჩებიან კლუბში თუმცა ძირითად თერთმეტეულში ადგილს სავარაუდოდ ვერ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ვან-ბისაკამ მიმდინარე სეზონში რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მის ფორმაციაში ადგილი სრულიად დაკარგა, გერმანელმა როტაციაში დიოგო დალოს დაყენება ამჯობინა.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.