თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2022, 09:42
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1083,
კომენტარები: 3
სანჩო: "ჩვენ სუფთა ფურცელი გვსურს"
ჯეიდონი გუნდის სამომავლო ამბიციებზე საუბრობს.
სანჩო:
"იუნაიტედში" ახალი ერა ტენ ჰაგთან ერთად ნამდვილად იწყება. კლუბი რეორგანიზებას და ახალი სისხლის გადასხმას გეგმავს.

ფეხბურთელები, სტაფი, ხელმძღვანელობა ერთობლივი მიდგომებით გეგმების შესრულებას აქტიურად შეუდგებიან.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სწორედ ამ მოლოდინებსა და სუფთა ფურცლებზე ისაუბრა კლუბის ინგლისელმა გარემარბმა ჯეიდონ სანჩომ, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბში ყველას, ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს.

"მოუთმენლად ველოდებით ახალ მწვრთნელთან ერთად დასახული მიზნებისთვის შესასრულებელ სამუშაოებს. გვსურს, რომ ყველაფერი ახლიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.

ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება, ვიმედოვნებ რომ დიდ წარმატებას მივაღწევ, მარტივი სეზონი ნამდვილად არ იყო მაგრამ უნდა ვიყოთ პოზიტიურები.

ეს კლუბი თავისი განვლილი გზით, ისტორიით, მოპოვებული ტიტულებით ძალიან დიდია. უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების",
- აცხადებს დასასრულს სანჩო, კლუბის ოფიციალური პრეს სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 მაი 2022 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ყველას მაგის იმედი გვაქვს
0
№2
ავტორი: bendzela
18 მაი 2022 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2022 16:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისევ მომავლის იმედი, სხვა რა დაგვრჩენია :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top