რალფ რანგნიკის გუნდის მეორე მეკარემ დინ ჰენდერსონმა შესაძლოა კარიერა ახალგამდიდრებულ "ნიუკასლში" გააგრძელოს, იტყობინება Daily Mirror.
წყაროს ცნობით, ტრანსფერით პირადად დაინტერესებულია "კაჭკაჭთა" მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ, რომელიც ჰენდერსონში ხედავს საკუთარი გუნდის ძირითად მეკარეს, გარდა ამისა მარტინ დუბრავკას შემცვლელი სჭირდება რომელიც წლის დასაწყისში 33 წლის გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზამთარში "ნიუკასლმა" მეკარის გადაბირება სცადა, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერზე უარი განაცხადეს.
ზაფხულის პოტენციური ტრანსფერი 23,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. Transfermarkt ფეხბურთელს 18 მილიონ ევროდ აფასებს.
თავად ჰენდერსონი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ არის. რეგულარული სათამაშო პრაქტიკით ის შეძლებს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას.
25 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედში" სამი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა. მეკარეს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.