ერიკ ტენ ჰაგი და მისი მანქანა დაძრულია. სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" აქტიურ სამსახურს სულ მალე შეუდგება.
სპეციალისტმა "აიაქსის" გაჩემპიონების შემდეგ კუთვნილი საშვებულებო დღეების გამოყენება არ ისურვა და ქალაქ "მანჩესტერს" მიაშურა.
ვრცელდება უახლესი ინფორმაციები იმის შესახებაც, რომ თითქოს ინგლისურმა გრანდმა პირველი ტრანსფერიც გაჩარხა, თუმცა ჯერჯერობით ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე არ დადასტურებულა.
საუბარია "აიაქსის" ახალგაზრდა ნიჭიერ მცველზე იურიენ ტიმბერზე, წყარო დასძენს, რომ სწორედ ტიმბერი იქნება ტენ ჰაგის პირველი შენაძენი ახალ კლუბში.
ამ ეტაპზე სხვა სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა, არსებობს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება ინგლისურ გრანდსა და ფეხბურთელის წარმომადგენლობას შორის.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.